ფელპსი დამარცხდა ზვიგენთან „შეჯიბრში“
დიდ თეთრ ზვიგენთან ამერიკელი მოცურავის, მაიკლ ფელპსის შეჯიბრი 28-გზის ოლიმპიური მედალოსნის დამარცხებით დასრულდა. ფელპსის მოწინააღმდეგე იყო კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი გამოსახულება. რეკორდსმენი ათლეტი, რომელიც მუდამ იმეორებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იცურავებდა ნამდვილ ზვიგენთან, ივლისის დამდეგს სამხრეთ აფრიკაში, კეიპ-ტაუნში, გალიის მეშვეობით პირისპირ მიუახლოვდა ორ ზვიგენს. „ცურვაში შეჯიბრისას“, ფელპსმა ხელოვნური ფარფლის გამოყენებით ღია ოკეანეში 100 მეტრი გაცურა 38,1 წამში, მაშინ როდესაც „ზვიგენმა“ იგივე მანძილი 36,1 წამში დაფარა. „დისკავერი ჩანელმა“, რომელმაც ეს შეჯიბრი მოაწყო, დაამონტაჟა კომპიუტერული გრაფიკის ჩანაწერი ფელპსის ცურვის ჩანაწერზე, რათა შეექმნა შეჯიბრის ილუზია. ადმიანის ცურვის სიჩქარე, ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობის გარეშე, აღწევს 8-10 კმ/სთ-ს, ხოლო დიდი თეთრი ზვიგენისა - 40 კმ/სთ-ს. (ვიდეო: როიტერი)
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან