სამოქალაქო ომი და სტიქიური კატასტროფები, პანკების საპროტესტო აქციები, კოსმოსიდან გადმოხტომა თუ ოლიმპიური ტრიუმფი... ეს ფოტოსურათები მოგვითხრობს მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავდა 2012 წელს.
2012 ფოტოებში
22
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მართლმადიდებელი მღვდლები პარაშუტით გადმოხტომამდე პრაქტიკულ წვრთნას გადიან 20 მარტს მოსკოვთან, რიაზანის უმაღლეს სამხედრო-საჰაერო სასწავლებელში. (AFP/Andrey Smirnov)
23
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მიუნ-ბაკი თავ-თავიანთ ადგილებს იკავებენ ჯგუფური "საოჯახო ფოტოსთვის" 2012 წლის 27 მარტს, ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სამიტზე სეულში. (AFP/Jewel Samad)
24
ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ერთ-ერთი ამომრჩეველი ეხვევა, როცა ის თავის საარჩევნო ოლქში მივიდა კენჭისყრის სამეთვალყურეოდ 1 აპრილს. ამომრჩევლები თავს იყრიან, რათა მიესალმონ დემოკრატიული მოძრაობის ლეგენდარულ ლიდერს, კანდიდატს პარტიის „ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის“ სიიდან. (epa/Nyein Chan Naing)
25
2 აპრილს ხალხი მზის აბაზანებს იღებს სანკტ-პეტერბურგში, წმიდა პეტრესა და პავლეს ციხე-სიმაგრის კედელთან, როცა ტემპერატურამ +2 გრადუსს მიაღწია. (AFP/Olga Maltseva)
27
6 აპრილი. ბავშვები ყვავილებს და ბუშტებს ათავსებენ პატარა სკამებზე, რომლებიც სარაევოს ალყის დროს დაღუპულ ბავშვებს განასახიერებს. 11541 დიდი და პატარა სკამით - დაღუპული სამოქალაქო პირების სიმბოლოებით - აღინიშნა ბოსნიის ომის დაწყების მე-20 წლისთავი. (Reuters/Dado Ruvic)
28
ექსტრემისტი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელმაც ნორვეგიაში ივლისში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მემარჯვენეთა ჟესტით იძლევა სალამს, როცა 16 აპრილს ოსლოს სასამართლო დარბაზში შეიყვანეს მისი სასამართლო პროცესის დაწყებისას. (AFP/Heiko Junge)
29
აშშ-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "დისკავერი" ნასას თვითმფრინავზე. წინ: ვაშინგტონის მონუმენტი ვაშინგტონში 17 აპრილს. "დისკავერი" ფლორიდიდან, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან, ჩაიტანეს ავიაციისა და კოსმოსის ეროვნულ მუზეუმში გამოსაფენად. (AFP/Mladen Antonov)
30
20 აპრილი. ავღანელი მამაკაცი თავის მამალს ნისკარტზე წყალს ასხურებს მამალების ორთაბრძოლაში შესვენებისას ქაბულში. (AFP/Johannes Eisele)
31
2 მაისს პაკისტანის ქალაქ აბოტობადში მამაკაცი მობილური ტელეფონით იღებს სურათს ოსამა ბინ ლადენის დანგრეული სახლის ადგილზე. ოსამა ბინ ლადენი ერთი წლით ადრე, 2011 წლის 2 მაისს იქნა მოკლული ამ ადგილზე აშშ-ის საგანგებო დანიშნულების შენაერთის მიერ. (Reuters/Mian Khursheed)
32
საბერძნეთის კონსერვატიული ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ანტონის სამარასის მომხრეები დროშებს აფრიალებენ ათენში 3 მაისს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მისი სიტყვით გამოსვლისას. (AFP/Aris Messinis)