სამოქალაქო ომი და სტიქიური კატასტროფები, პანკების საპროტესტო აქციები, კოსმოსიდან გადმოხტომა თუ ოლიმპიური ტრიუმფი... ეს ფოტოსურათები მოგვითხრობს მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავდა 2012 წელს.
2012 ფოტოებში
56
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარცხნივ) ხელს ართმევს "ქართული ოცნების" ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის სასახლეში 9 ოქტომბერს. (Reuters/David Mdzinarishvili)
58
14 ოქტომბერი. 43 წლის ავსტრიელი ფელიქს ბაუმგარტნერი 39 კილომეტრის სიმაღლიდან ხტება. ბაუმგარტნერმა ნახტომისას 1135 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია და ბგერითი ბარიერი გადალახა, სანამ პარაშუტს გახსნიდა და ნიუ მექსიკოს უდაბნოში დაეშვებოდა. (AFP/www.redbullcontentpool.com/Jay Nemeth)
59
22 ოქტომბერს მუსულმანი მომლოცველები ლოცვის დაწყებას ელოდებიან დიდ მეჩეთში, საუდის არაბეთის წმიდა ქალაქ მექაში. (AFP/Fayez Nureldine)
60
26 ოქტომბერი. მამაკაცებს ავტომანქანით და მოტოციკლეტით მიჰყავთ ახლად ნაყიდი აქლემები ლაჰორში, ეიდ ალ-ადჰის დღესასწაულზე. ამ დღესასწაულით მუსულმანები აღნიშნავენ ჰაჯის დასრულებას. კლავენ ცხვრებს, თხებს, საქონელს და აქლემებს. (Reuters/Mohsin Raza)
61
28 ოქტომბერს უკრაინის საპარლამენტო არჩევნების დროს ქალები საარჩევნო ბიულეტენს ამოწმებენ კიევიდან 110 კილომეტრზე მდებარე სოფელ რუსაკიში. (AFP/Viktor Drachev)
62
2 ნოემბერი. თურქეთის ჯარისკაცები საგუშაგოზე სასაზღვრო ქალაქ ჯეილანპინართან, მას მერე, რაც სირიის საჰაერო ძალებმა დაბომბეს თურქეთის საზღვართან მდებარ ქალაქი რას ალ-აინი. (AFP/Bulent Kilic)
63
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის მეუღლესთან, მიშელ ობამასთან და ქალიშვილებთან ერთად ჩიკაგოში 6 ნოემბერს, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. (Reuters/Larry Downing)
64
8 ნოემბერი. პაკისტანელი გოგონა მალალა იუსუფზაი საფოსტო ბარათს კითხულობს ინგლისის ქალაქ ბირმინგემის საავადმყოფოში. მალალა ინგლისში მოხვდა სამკურნალოდ მას შემდეგ, რაც მას 9 ოქტომბერს თალიბებმა თავში ესროლეს გოგონათა განათლების უფლებების დაცვისთვის. (Reuters/Queen Elizabeth Hospital Birmingham Handout)
65
კვამლი ადის ცაში ქალაქ ღაზაში, მას მერე რაც ისრაელის ავიაციამ იერიში განახორციელა ჰამასის სავარაუდო პოზიციებზე 17 ნოემბერს. (epa/Mohammed Saber)
66
30 ნოემბერს კონარკში ინდოელი ქალები 30-მეტრიანი ქვიშის ქანდაკების მახლობლად. ბაფთის ფორმის ეს ქანდაკება შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეიქმნა. (AFP)