Accessibility links

არამ ხაჩატურიანი - საბჭოთა მუსიკის "ტიტანი"

გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი 1903 წლის 6 ივნისს დაიბადა თბილისში. ხაჩატურიანი, სერგეი პროკოფიევთან და დმიტრი შოსტაკოვიჩთან ერთად, საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთ ”ტიტანად” მოიხსენიება. ხაჩატურიანის ნამუშევრები მრავალფეროვან მუსიკალურ ჟანრებს მოიცავს. მათ რიცხვში შედის როგორც საბალეტო მუსიკა და სიმფონიები, ისე საფორტეპიანო კონცერტები თუ კინომუსიკა. იმის მიუხედავად, რომ ხაჩატურიანი საქართველოში დაიბადა და შემდეგ ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა, იგი წლების განმავლობაში სამაგალითო ფიგურად რჩებოდა სხვადასხვა თაობის სომეხი კომპოზიტორებისთვის. მისი ნამუშევრების უმრავლესობა სავსეა საუკუნოვანი ლაიტმოტივებით სომხური კულტურიდან.
მეტი აჩვენე

თქვენი მოსაზრება

კომენტარების ჩვენება

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG