უკვე მეოთხე წელია, ყოველ 8 აგვისტოს, მიცვალებულთა სულების მოხსენიების დღეს, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან მათი ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან. საქართველოს სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მონაწილეობას იღებენ ოფიციალური პირები, სამხედროები. გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეიმკო. ყვავილები ეწყო იმ ჯარისკაცთა საფლავებთანაც, ვისი ვინაობაც დღემდე უცნობია.