Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისობა", უკვე 34-ედ...

5-6 ოქტომბერს თბილისში 34-ედ აღინიშნა დედაქალაქის ტრადიციული დღესასწაული - „თბილისობა“. ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები, როგორც მუდამ, წელსაც თბილისის ძველ უბნებში ჩატარდა. ტრადიციული საწნახელი, ავტოშოუ, ძველი ქართული სპორტული თამაშობები, ბაზიერთა შოუ, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გასეირნება ტივით, ხილის, ჩაისა და ღვინის ფესტივალები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც „თბილისობის“ ფარგლებში მოეწყო.

XS
SM
MD
LG