Accessibility links

უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია თბილისში

მას შემდეგ, რაც კიევის ქუჩებში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლიც მოჰყვა, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის დამადასტურებელი აქციები საქართველოშიც იმართება. თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.

XS
SM
MD
LG