Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში


პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:10:32 0:00

26 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი. 26 აპრილს გამოქვეყნდა 2017 წლის პრესის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" წერს. ანგარიშს ის 2012-დან ყოველწლიურად ამზადებს და ამისათვის 170 ქვეყანაში შეისწავლის მედიის მდგომარეობას. ანგარიში ასახავს 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას და აჩვენებს, რომ საქართველო ინარჩუნებს წინა წლის მონაცემებს და კვლავ 64-ე ადგილას არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც პრესის თავისუფლება დამაკმაყოფილებელი, მაგრამ არაიდეალურია. პირველ ადგილებს, ამ ანგარიშის მიხედვით, სკანდინავიის ქვეყნები - ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და დანია - იკავებენ, მეხუთე ადგილას არის ნიდერლანდები, სადაც მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, სამი ნიშნულით არის გაუარესებული.

პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:13:50 0:00
გადმოწერა

ზოგადად, მედიის თავისუფლებას არა მხოლოდ განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, არამედ დემოკრატიულ სივრცეებშიც კი ხშირად აყენებენ ხოლმე საფრთხის ქვეშ მმართველი ძალები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.

როგორ იცვლება საქართველოში წლიდან წლამდე მედიალანდშაფტი, რა პრობლემები ექმნება დღეს თავისუფალი სიტყვის გავრცელებას და რამდენად ცნობილია ქვეყნის გარეთ მყოფი სპეციალისტებისთვის ადგილობრივი პრობლემები - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG