28 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ "ფიროსმანის" მენეჯერი, ჟურნალისტი ირინა ალიაშვილი.
პროექტი "ფიროსმანი" ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ერთი წლის წინ დაიწყო და მიზნად ისახავს სხვადასხვა ოჯახსა და კერძო კოლექციაში დაცული ხელოვნების ნიმუშების ნახვას, გაციფრულებას და შეგროვებული მასალით სახვითი ხელოვნების ციფრული მუზეუმის შექმნას. ამ დროისთვის პროექტი ფიროსმანი რამდენიმე ასეული ნამუშევრის ციფრულ ვერსიებს აერთიანებს.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.