29 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თინათინ ასათიანი,
სახელოვნებო ორგანიზაცია "პროპაგანდა ნეთვორქის" დამფუძნებელი.
ორგანიზაცია თანამედროვე ქართულ ხელოვნებას იკვლევს და პარალელურად ხელოვანებს ცალკეულ პროექტებზე სამუშაოდ სთავაზობს სახელოსნოებსა და გამოფენების ორგანიზებას.
რა სიძნელეები ახლავს ხელოვნების კვლევას, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელოვანთათვის მოხერხებული სახელოსნო და როგორ შეიძლება ქართული სახელოვნებო პროცესებით მსოფლიოს დაინტერესება - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.