ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 7 მაისს, კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპს იწყებს“. თუ ექვსი წლის შემდეგ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს, მაშინ 2024 წლისთვის, როცა პრეზიდენტად ყოფნის ბოლო ვადა ამოეწურება, პუტინი 71 წლის იქნება. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.
ვლადიმირ პუტინის წლები
11
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მეუღლე ლუდმილა 2007 წლის აპრილში, მოსკოვში, ბორის ელცინის დაკრძალვის ცერემონიაზე. უკანა პლანზე - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი (მარცხნივ) და ჯორჯ ბუში-უფროსი.
12
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ამ უკანასკნელის ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში, მოსკოვის მახლობლად (2009 წლის ივლისი).
13
ცხენზე ამხედრებული პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შვებულებას ატარებს რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტუვის რესპუბლიკაში (2009 წლის აგვისტო).
15
გულაჩუყებული პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ცრემლს იწმენდს მოსკოვის მანეჟის მოედანზე, თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას (2012 წლის მარტი).