24 მარტს "თავისუფლების დილაში" ლაიფციგიდან ტელეფონით ჩაერთო წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, 2017 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 15 ქართველი ავტორითა და 15-მდე ახალი გერმანულენოვანი გამოცემით წარდგება.
პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებებით და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. წარმოდგენილი იქნება როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოსი ავტორების შემოქმედება, პოეზია და პროზა, რომანები, მოთხრობები, ესეები, დრამატურგია. ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილი 20-მდე ღონისძიება გაიმართება როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქის ცნობილ ლიტერატურულ სალონებში.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.