Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქისტები პანკისის ხეობიდან

პანკისის ხეობა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
XVII საუკუნეში ირანის შაჰმა პანკისში ჩაასახლა თურქმენული ტომები. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ახმეტის რაიონში სახლდებოდნენ: ებრაელები, სომხები, ბერძნები, რუსები. ამ პერიოდში გამოჩდნენ პანკისის ხეობაში დღეს მაცხოვრებელი ქისტების წინაპრები - ვაინახები, მაისტოვები და მელხევები - უდიდესი ჩეჩნური თემები ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრიდან.

ქისტებმა ქვეყნის სხვა მოქალაქეებან ერთად გადაიტანეს სხვადასხვა რეჟიმი, ომები და შეიფარეს დევნილთა ნაკადები. საქართველოში 200 წელზე მეტი ხნის ცხოვრების მიუხედავად, შეინარჩუნეს საკუთარი კულტურა, თუმცა ქართული კულტურის ელემენტებიც შეითვისეს.

ამჟამად პანკისის ხეობა ძირითადად ქისტებითაა დასახლებული, თუმცა ხეობაში არის ასევე ფშავლებისა და თუშების სოფლები.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG