30 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა. სკოლის საატესტატო გამოცდებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, 2017 წელს 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი.
რა იწვევს სკოლის მოსწავლეების დაბალ შეფასებებს გამოცდებში, საშუალო განათლების რომელი რგოლია პრობლემური და რა ცვლილებები სჭირდება განათლების სისტემას იმისათვის, რომ ახალგაზრდების საჭირო ცოდნით და უნარ-ჩვევებით აღჭურვა შეძლოს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.