Accessibility links

რა დაემართა "საქანელას"


ასე დრამატულად შეხვდნენ ერთმანეთს ძველი და ახალი თბილისი ვერის აღმართის ბოლოში. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის კენტნომრიანი შენობებიდან მხოლოდ ერთი სახლი და ეს ნანგრევები შემორჩა.

ნანგრევებში მოჩანს მინაში ჩასმული „ივერია“. წლების წინ აქაც მინისა და ლითონის ცათამბჯენი უნდა აეშენებინათ, რისთვისაც „მოსუფთავდა“ კიდეც ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია, თუმცა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მშენებლობა გაურკვეველი დროით გადაიდო. მშენებლები წავიდნენ, ნანგრევები დარჩა.

საქანელას ქუჩა.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილთან ერთად დაანგრიეს საქანელას (ყოფილი მაშხალას) ქუჩა, რომელიც სანაპირომდე ჩადიოდა. ინვესტორმა არ დაინდო ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ფონური განაშენიანება, აღმართის გასწვრივ მძივივით ასხმული არქიტექტურული კონტური, ორფასადოვანი სახლები, რომელთა ერთი ფასადი გამოდიოდა ვერის აღმართზე, მეორე კი გადაჰყურებდა მტკვარს. დღეს აქ ჯაგნარი და ნანგრევებია.

თუთიის ჯვარი ნასახლარზე - სწორხაზოვანი, მაგრამ მრავლისმეტყველი სიმბოლო.

საქანელას ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია დედაქალაქის მერიასა და ინვესტორს. უარი თქვეს კომპენსაციის სანაცვლოდ სახლების დატოვებაზე. NO SOLD (არ იყიდება) - ათი წლის წინანდელი ბრძოლის კვალი დღემდე ამჩნევია სანახევროდ დანგრეულ შენობას.

​ქუჩის ბოლო მოსახლეები.

ვერის აღმართის კენტნომრიანი შენობებიდან მხოლოდ N21 გადაურჩა დანგრევას. 1900 წელს აშენებულ ამ სახლში, ვიდრე დახვრეტდნენ (1937 წ), მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა. 2007 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რამაც დიდწილად განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი - გადაურჩა დანგრევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG