Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს სერვისები ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის


10 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის."

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 112 ბავშვიდან, რომლებმაც თავშესაფრით ისარგებლეს, მხოლოდ ერთმა მიიღო კანონით გარანტირებული ფსიქოლოგიური დახმარება. მაშინ, როდესაც ფონდის მიერ მსხვერპლებისთვის შეთავაზებული სერვისებიდან ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია პირველ ადგილს იკავებს. მსხვერპლს ასევე უნდა გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, სამართლებრივი დახმარება, სასამართლო წარმომადგენლობის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში - თარჯიმნის მომსახურება, თავშესაფარში სადღეღამისო საცხოვრისით სარგებლობა და კრიზისული ცენტრის მომსახურება.

რატომ ვერ იღებენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები კუთვნილ სერვისს, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის მსხვერპლების გაძლიერება და ამ ტიპის საქმეებზე საჩივრები სასამართლოში, რა პერპექტივა აქვთ თავშესაფრიდან გამოსულ ადამიანებს? ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG