Accessibility links

რა შეიძლება გააკეთონ სხვადასხვა სტრუქტურებმა გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად


5 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო EMC-ის (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) იურისტი ლიკა ჯალაღანია. EMC-იმ რამდენიმე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავა დეკლარაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ლგბტ პირთა უფლებრივი თანასწორობის შესახებ, სადაც გაწერილია რა შეიძლება გააკეთოს სხვადასხვა ინსტიტუციამ ჰომოფობიასთან ეფექტურად ბრძოლისთვის.

ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის გრძელვადიანი ადვოკატირების
სტრატეგია/დეკლარაცია მიზნად ისახავს საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და ლგბტ ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მხარდაჭერას კომპლექსური მიდგომის გზით.

დეკლარაციაზე ხელმომწერები ფიქრობენ, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიის პრობლემატიზაცია პირველ რიგში გულისხმობს იმის აღიარებას, რომ მას კომპლექსური ბუნება აქვს და მისი დაძლევისათვის მნიშვნელოვანია საკითხის ერთიან კონტექსტში გააზრება. ცალკეულ სფეროებში საჭირო ინტერვენციები
მუდმივად იკვეთება ერთმანეთთან და, შესაბამისად, პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახელმწიფო და სხვა აქტორების კოორდინირებული თანამშრომლობა და ერთიან ხედვაზე შეთანხმება.

რა პასუხისმგებლობა აქვთ საჯარო პირებს, როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე, რა სტრუქტურების კოორდინირებულად მუშაობაა საჭირო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულებების წინააღმდეგ
ბრძოლის წარმატებული პრეცედენტების შესაქმნელად - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG