26 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი, აკო ახალაია და კრეატიული სააგენტო "ვინდფორსის" ექაუნთ მენეჯერი, თამარ ცინცაძე.
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ინიციატივით 11 კრეატიულმა სააგენტომ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც, მათი თქმით, დაეხმარებათ თავიანთი ინტელექტუალური შრომის დაცვისთვის დამკვეთებთან და ხელს შეუწყობს სარეკლამო ბიზნესის განვითარებას.
რა პრობლემები აქვთ სარეკლამო სფეროში მომუშავე კომპანიებს, რამდენად მისაღებია სხვა ბიზნესებისთვის მათი მოთხოვნები და საკუთარი ინტელექტუალური პროდუქტის დასაცავად რა გზებს იყენებენ უკვე გამოცდილი სააგენტოები - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.