23 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გიგა ჩიტიშვილი, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის პროექტის ხელმძღვანელი. ცენტრის ინიციატივით უკვე მეხუთე წელია იმართება სტუდენტებისთვის კონკურსი, რაც მათი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებას ისახავს მიზნად.
რომელი სოციალური პრობლემები აღელვებთ სტუდენტებს და როგორ ხედავენ მწვავე პრობლემების მოგვარების გზებს, რა სჭირდება მოტივირებულ ახალგაზრდას იმისათვის, რომ იდეა საქმედ აქციოს და რამდენად იზრდება დაინტერესება წლიდან წლამდე სოციალური მეწარმეობის მიმართ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.