Accessibility links

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ


8 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თორნიკე შარაშენიძე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი.

2008 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შემდეგ 8 წელი გავიდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, 1 747 კი დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, რომელთაგან 30 000-მდე პირი დღემდე დევნილობაში რჩება. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან წლიდან წლამდე არ წყდება მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება და პირობითი საზღვრის შეცვლა.

რამდენად ეფექტურია საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური საქმიანობა კონფლიქტების მოსაგვარებლად, აქვს თუ არა სახელმწიფოს თანმიმდევრული მიდგომა და სტრატეგია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება პირობითი საზღვრის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უკეთ დაცვა - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG