Accessibility links

პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა


საოკუპაციო ხაზს იქით მცხოვრები დავით ვანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა სამშვიდობო ინიციატივით დაიწყო.

სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - ასე ჰქვია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება:

  • პირველი: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;
  • მეორე: ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა;
  • მესამე: ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც გამარტივდება წვდომა სიკეთეებსა და სარგებელზე.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - ასე ჰქვია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.

ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

მესამე - ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც გამარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოაქალაქეებისთვის - ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ახალგორში ცხოვრობს. მისი აზრით, ახალ სამშვიდობო ინიციატივაში ახალი არაფერია-ასეთი შეთავაზებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა, მაგრამ მათ კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია. მეარაყიშვილის თქმით, ინიციატივას კონკრეტიზაცია აკლია და ადგილობრივი მცხოვრებნი ჯერ ვერ იგებენ, როგორ უნდა ჩაერთონ ახალ ინიციატივაში.

სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი ერგნეთში
სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი ერგნეთში

ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის განხორციელებას დიდი დრო და ძალისხმევადასჭირდება და გზაზე არაერთი სირთულე შეხვდება. მისი აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია ინიციატივას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდება, მაგრამ ოსურ და აფხაზურ საზოგადოებას ეძლევა საშუალება გაარღვიონ იზოლაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

ოკუპირებული ახალგორი
ოკუპირებული ახალგორი

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და ინიციატივის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მაგალითად, გამყოფი ხაზის გასწვრივ შეიქმნება სპეციალური ეკონომიკური სივრცეები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით გაუწევენ.

ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე
ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე

თბილისში დიდი მოლოდინი არც აქვთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები ამ ყველაფერს აღფრთოვანებით შეხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა გათვლილია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების სიკეთესა და კეთილდღეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG