Accessibility links

7 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115"-ის წევრი, აქტივისტი გიორგი ჩიხლაძე. სტუდენტებს 10 დღეზე მეტია პიკეტირებული აქვთ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის მეექვსე კორპუსი და განათლების სისტემის რეფორმირებას და საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ.

სტუდენტური პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები ოფიციალურ პირებთან შეხვედრები მათი მოთხოვნების გაცნობის მიზნით. მოძრაობის წევრები მოითხოვენ, გაუქმდეს "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" 45-ე მუხლი, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის უფლებებს განსაზღვრავს. სტუდენტები ასევე ცვლილებებს მოითხოვენ კანონში, რომლის მიხედვითაც საფაკულტეტო საბჭოებში წარმომადგენლობითი საბჭოს მსგავსად სტუდენტები პირდაპირი წესით ვერ აირჩევიან და მონაწილეობა არჩევნებში მხოლოდ თვითმმართველობის წევრ სტუდენტებს შეუძლიათ. "აუდიტორია 115" მოითხოვს ასევე სტუდენტური საცხოვრებლის განახლებას და სტუდენტური ცხოვრებისთვის განკუთვნილი თანხების უფრო გამჭვირვალედ და დემოკრატიულად განაწილებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG