Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გაზრდილი ძალაუფლება 


17 აპრილს "თავისუფლების დილაში" თურქეთის რეფერენდუმის შედგებზე სასაუბროდ ანკარიდან ტელეფონით ჩაერთო თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.

თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბიულეტენების 98%-ის გადამუშავების შემდეგ, აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 51%-ზე ცოტა მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებები დიდ უფლებებს მიანიჭებს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომლის მთავრობაც იყო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი. ერდოანმა რეფერენდუმის შედეგები უკვე მიულოცა ყველა იმ პარტიასა და ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა ამ ნაბიჯს. პრეზიდენტის გაზრდილი ძალაუფლება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღების, დეკრეტების გამოცემის, მინისტრებისა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეების დანიშვნის უფლებას. რეფერენდუმის შედეგები ძალაში შევა 2019 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ერთდროულად გაიმართება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. რეფერენდუმის შედეგებს არ ეთანხმება თურქეთის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც ბიულეტენების 60%-ის ხელახლა დათვლას მოითხოვს. კომისიის ცნობით, სულ რეფერენდუმში საკუთარი აზრი გამოხატა ხმის უფლების მქონე მოქალაქეების 86%-მა.

რამდენად მშვიდ პირობებში ჩაიარა რეფერენდუმმა და იყო თუ არა დარღვევები ხმის მიცემისას, როგორ გადანაწილდა მოსახლეობის განწყობები თურქეთის სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში და რა არჩევანი გააკეთეს თურქეთის მოქალაქე ემიგრანტებმა და რა საფრთხეებს შეიცავს ის ცვლილებები, რომელთა გატარებასაც გულისხმობს რეფერენდუმის შედეგები - ამ თემებზე ვისაუბრეთ სანდრო ბაკურაძესთან ერთად.

XS
SM
MD
LG