Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილი - არა ოქრო, არა ილეთი


რაულ ცირეკიძე
რაულ ცირეკიძე
ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს სამი სპორტსმენი გამოდის. წარუმატებელი გამოდგა სტარტი ძიუდოისტ ადამ ოქრუაშვილისთვის (წონითი კატეგორია 100+ კგ). 23 წლის თბილისელმა ათლეტმა იოლად დათმო თავისი პირველივე შერკინება გამოცდილ გერმანელ სპორტსმენთან, ანდრეას ტიოლცერთან, და ასპარეზობას გამოეთიშა. ევროპის ჩემპიონმა, ქუთაისელმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ, 85 კგ-მდე წონითი კატეგორიის ათლეტთა შეჯიბრებაში, ორჭიდში, 362 კილოგრამი დააგროვა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. თუმცა, მას გაუჭირდება ამ პოზიციის შენარჩუნება, რადგან საღამოს ასპარეზობაში ჩაებმება 12 უძლიერესი ძალოსანი. საღამოს, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე, სიგრძეზე მხტომელთა შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 25 წლის თბილისელი მძლეოსანი ბოლესლავ სხირტლაძე.

ლონდონიდან მოგვითხრობს ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

რეპორტაჟი ოლიმპიადიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG