Accessibility links

საუბრები აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის კულუარებში


რიგა, 2015 წლის 19 მაისი

21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მორიგი სამიტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ არაერთგვაროვანი სამეზობლოს ევროპასთან დაახლოების ბედი. ლიდერების შეკრებას, ტრადიციულად, წინ უძღოდა სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ბიზნესფორუმები, რომელთა მონაწილეები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პერსპექტივების გარდა, ამ პროგრამის გამო ევროკავშირში არსებულ ერთგვარ „დაღლილობაზეც“ საუბრობდნენ. ყოველკვირეული გადაცემის, „დაბრკოლების ზოლის“ სპეციალურ გამოშვებაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი მაია მიქაშავიძე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG