Accessibility links

24 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სალომე ალანია, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის პროექტის კოორდინატორი, და ნინო გაჩეჩილაძე, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT) უფროსი მკვლევარი.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით ანალიზისა და კონსულტაცის ჯგუფმა 2016 წელს საქართველოში ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდა თაობის განწყობის, ცნობიერებისა და მოლოდინების, ასევე, ცვალებადი გარემოს მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლა. კვლევაში მონაწილეობდნენ 14-29 წლის ახალგაზრდები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ და მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ საზოგადოების მომავალი განვითარების მხრივ. კვლევამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: დასაქმება, განათლება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობა, იდენტობა, რელიგია, ცხოვრების სტილი და სხვა საკითხები.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდები ყველაზე მეტად ენდობიან ეკლესიას, მათი 52 % ფიქრობს, რომ განათლების დონე არადამაკმაყოფილებელია, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ღირებულება ახალგაზრდებისთვის პოლიტიკური ჩართულობაა, თუმცა დადებითად არიან განწყობილნი როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მიმართ.

ახალგაზრდები მთავარ პრობლემად მიიჩნევენ სიღარიბის ზრდას და უმუშევრობას, მათ 21 %-ს აქვს მიგრაციის ძლიერი სურვილი და ემიგრაციისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებად აშშ-ს, გერმანიას და რუსეთს ასახელებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG