ფოტოზე ასახულია პორტიდან ნაკრძალში ხეების გადატანის პროცესი

საქართველოს ნაცვლად ტიმბავატის ნაკრძალში - როგორ "გადაუხვიეს გზიდან" ბაობაბებმა

ფოტოზე ასახულია პორტიდან ნაკრძალში ხეების გადატანის პროცესი Photo: timbavati.co.za (Courtesy Image)

საქართველოს ნაცვლად ტიმბავატის ნაკრძალში - როგორ "გადაუხვიეს გზიდან" ბაობაბებმა

მოკლედ

  • სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით ნაყიდი ხუთი ბაობაბი, რომლებიც ბოლო ოთხი თვე სამხრეთ აფრიკის საპორტო ქალაქ დურბანში ელოდა საქართველოში გამოგზავნას, 2026 წლის ნოემბრის ბოლოს სულ სხვაგან აღმოჩნდა.
  • გიგანტი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე სამხრეთ აფრიკის სასამართლო იანვარში იმსჯელებს.
  • მომდევნო თვეები იმასაც აჩვენებს, გადაურჩებიან ხეები გახმობას თუ ვერა.
  • ამ დროისთვის ღიად რჩება შეკითხვა - იდავებს სასამართლოში ბაობაბების სავარაუდო ქართველი მფლობელი საკუთრების უფლების დარღვევაზე თუ ისიც ხეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს დაელოდება გადაწყვეტილების მიღებამდე.
XS
SM
MD
LG