Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეცვლის პეკინის ქუჩის გაცალმხრივება ქალაქში მოძრაობას


როგორ შეცვლის პეკინის ქუჩის გაცალმხრივება ქალაქში მოძრაობას
please wait

No media source currently available

0:00 0:13:39 0:00

24 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხათუნა გველესიანი,წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "იარე ფეხით". ორგანიზაციამ ქვეითთა უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის საკითხებზე მომუშავე სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან („პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ და „ალიანსი უსაფრთხო
გზებისთვის") ერთად გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფითადაა შეფასებული თბილისის მერიის ინიციატივა პეკინის ქუჩის გაცალმხრივებასთან დაკავშირებით. სპეციალისტების აზრით, თბილისში სატრანსპორტო გეგმის არარსებობის პირობებში, პეკინის ქუჩაზე საავტომობილო ნაკადებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესება მნიშვნელოვნად შეცვლის სატრანსპორტო მოძრაობას ქალაქში, ნაკლებ უსაფრთხო გახდება ქვეითებისთვის და ნეგატიურად აისახება იქ მდებარე ბიზნესობიექტებზე.

რა პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში დიდ გამზირებზე სატრანსპორტო ხერგილების აღმოსაფხვრელად, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსივობის გაზრდით მობილურობის გაუმჯობესება და რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG