Accessibility links

როგორ უნდა შეირჩნენ საარჩევნო კომისიების წევრები?


ელენე ნიჟარაძე, ლელა ტალიური

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსს. შესავსებია 193 ვაკანსია, ანუ კომისიების მუდმივი წევრების ნახევარზე მეტი შეირჩევა 5 წლის ვადით. ისინი მონაწილეობას მიიღებენ მომავალი რამდენიმე არჩევნების ჩატარებაში. ცესკოს ინფორმაციით, კონკურსში 771 ადამიანი მონაწილეობს. პროცესზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებებით გარკვეულწილად გაუმჯობესდა კონკურსის წესები, თუმცა პროცესის დახვეწისა და მეტი გამჭვირვალობისთვის კიდევ ისურვებდნენ ცვლილებებს. ნინო გელაშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი ლელა ტალიური და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ელენე ნიჟარაძე.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG