Accessibility links

ირანელები ზეიმობენ ჰასან როჰანის გაპრეზიდენტებას

ზომიერმა შიიტმა სასულიერო პირმა, 64 წლის ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში. როჰანის მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 50,68-მა პროცენტმა. მან დიდი უპირატესობით გაუსწრო დანარჩენ ხუთ კანდიდატს. მეორე ადგილზე გასულმა თეირანის მერმა მოჰამად ბაქარ ყალიბაფმა ხმათა 16 პროცენტი მოაგროვა. შაბათს საღამოს, როცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელევიზიით გამოაცხადა არჩევნების შედეგები, თეირანისა და ირანის სხვა დიდი ქალაქების ქუჩები როჰანის მხარდამჭერებით გაივსო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG