21 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სორდია, რომელიც ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის ცენტრს ხელმძღვანელობს. ცენტრის ინიციატივით და მუშაობით შეიქმნა საქართველოს ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური რუკები, რომლებიც ერთგვარი საქართველოს მრავალფეროვნების და მულტიკულტურულობის ილუსტრაციაა.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.