სირიაში რუსეთის გააქტიურების საფუძვლებსა და მიზნებზე დღეს ბევრს მსჯელობენ და ცდილობენ განსაზღვრონ, რა უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის - ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტის გადაფარვა, თუ ამავე სანქციების ფონზე საერთაშორისო პროცესებში ინიციატივის აღება რუსეთის როლისა და მნიშვნელობის გასაზრდელად? რადიო თავისუფლების სადისკუსიო რუბრიკის სტუმრები ყველა ამ ფაქტორს ჩამოთვლიან და მსჯელობენ აგრეთვე იმაზე, თუ რა რისკებსა და შესაძლებლობებს აჩენს შექმნილი ვითარება საქართველოსთვის? ნინო გელაშვილის სტუმრები არიან გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და გიორგი რუხაძე, „დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.