Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები

პარასკევს საღამოს რუსეთის ქალაქ სოჭში საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თამაშები გახსნილად გამოაცხადა, ოლიმპიური ცეცხლი აანთეს ვეტერანმა სპორტსმენებმა - ჰოკეისტმა ვლადისლავ ტრეტიაკმა და ფიგურულმა მოციგურავემ, ირინა როდნინამ. ოლიმპიური ჰიმნი შეასრულა ცნობილმა სოპრანომ, ანა ნეტრებკომ. სტადიონზე შეკრებილი 40 ათასამდე მაყურებლის წინაშე ჩაიარეს ასპარეზობაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ, რომლის მედროშეც იყო სამთომოთხილამურე ნინო წიკლაური. თამაშები 23 თებერვლამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG