ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი სასამართლოს წარუდგინეს
ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი 2 მარტს მოსკოვის პრესნის რაიონულ სასამართლოს წარუდგინეს. უზბეკი ქალი, გიულჩეხრა ბობოკულოვა, რომელიც 29 თებერვალს დააკავეს მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურთან მას შემდეგ, რაც ჩანთიდან ამოიღო ბავშვის მოკვეთილი თავი, ამბობს, რომ დავალება ალაჰისაგან მიიღო. სასამართლოში მიყვანამდე ბობოკულოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღიარებს ოთხი წლის რუსი ბავშვის მკვლელობას. მოგვიანებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქალისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბობოკულოვას ფსიქიკური ავადმყოფობის ნიშნები აქვს და მას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება. მოსკოვში, მეტროს სადგურ „ოქტიაბრსკოე პოლესთან“ 29 თებერვალს გადაღებულ და ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს შავებში შემოსილი ბობოკულოვა, რომელსაც, როგორც ჩანს, ისლამური თავსაფარი უკეთია და აქეთ-იქით აქნევს ბავშვის მოკვეთილ თავს. თვითმხილველების თქმით, ქალი ყვიროდა „დიდ არს ალაჰი“ (ასოშიეიტედ პრესის ვიდეო).
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“