რუსული გამოცემა ”იზვესტია” ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს. სხვადასხვა პირადულ თემაზე საუბრის გარდა, კომპოზიტორი რუსულ გამოცემას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც უზიარებს აზრს. მათ შორის, პასუხობს კითხვას, როგორ აფასებს გია ყანჩელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, თანამდებობიდან გათავისუფლებას 2011 წელს.
გია ყანჩელი ”იზვესტიის” კორესპონდენტს უპასუხებს: ”ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად ვეკიდები ამ საკითხს და საქმე ისაა, რომ მე მასთან ერთად ნახევარი საუკუნეა ვმუშაობ. არ არის ლამაზი ადამიანთან, რომელმაც საეტალონო სპექტაკლები შექმნა, ასე მოქცევა. დღეს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და, გარდა გარკვეული პრეტენზიებისა, რომელიც მე მაქვს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, მე ასევე მაქვს პირადი პრეტენზიები ბატონთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას გარკვეული დროის განმავლობაში მართავს, და ამ პირადი პრეტენზიებიდან პირველ ადგილას მე დავაყენებდი რობერტ სტურუას გათავისუფლებას... ბრძანება, რომელსაც კულტურის მინისტრმა მოაწერა ხელი, ქვეყნის პირველი პირისგან მომდინარეობდა“.
”იზვესტიის” კითხვაზე კი, როგორ აფასებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, გია ყანჩელი პასუხობს:
”ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ცვლა ყოველთვის და ყველგან აუცილებელია. ძალიან დადებითად მივიჩნევ, რომ ეს მოხდა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენთან ხელისუფლების ცვლა მოხდება არა მანიპულაციების გზით, არამედ ისე, როგორც ახლა მოხდა, როცა ხალხმა თავად დაუჭირა მხარი გარკვეულ ძალას”.
იგივე ”იზვესტია” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრიუსელში პირველ ვიზიტზე წერს. პუბლიკაციაში ვკითხულიბთ, რომ პრემიერის პირველი ვიზიტი გააუფერულა ბელგიის დედაქალაქში განთავსებული საქართველოს დიპლომატიური მისიების ფაქტობრივმა დემარშმა. ბიძინა ივანიშვილს არ დახვედრიან არც საქართველოს ელჩი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი და არც ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში სალომე სამადაშვილი. მგალობლიშვილმა პრაღაში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე გამგზავრება არჩია, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა, სამადაშვილმა კი, უბრალოდ, განაცხადა, რომ ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოებითაა დაკავებული. საქართველოს პარლამენტის წევრმა თედო ჯაფარიძემ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ელჩების ასეთი ”გაცდენა” პრემიერ-მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტისას შეაფასა როგორც ”აბსოლუტური დიპლომატიური კაზუსი” და ”ძალიან ცუდი ფაქტი“ უწოდა.
რუსული გამოცემა ”კომერსანტი” წერს, მიხეილ სააკაშვილი დაბალანაზღაურებად სამსახურში გადაჰყავთო. ამის დასტურად კი სტატიაში პარლამენტისთვის წარდგენილი 2013 წლის ბუჯეტია მოხმობილი. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს ფორმალურად პრეზიდენტმა წარუდგინა, სინამდვილეში პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერაა შედგენილი. ბიუჯეტის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს 14, 46 მლნ ლარიდან 9,23 მლნ ლარამდე, ანუ 5,62 მლნ ლარით, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრის აპარატი 10 მილიონი ლარით გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს. ასევე მცირდება ეროვნული უშიშროების საბჭოს დაფინანსება 24,78 მლნ ლარიდან 1,8 მლნ ლარამდე. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ეროვნული უშიშროების საბჭო უდიდეს თანხას ხარჯავდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის შეერთებულ შტატებში. „კომერსანტი“ წერს, რომ როდესაც ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილს მის მიერ შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი მილიონები შეახსენეს, მან უპასუხა, რომ ”ამაზე საკუთარ ფულს ხარჯავდა და არა ბიუჯეტისას”. მტკივნეული იქნება სააკაშვილისთვის ასევე პრეზიდენტის ფონდის შემცირებაც 50 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე, მთავრობის ფონდი კი კვლავ 50 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, გუნდი ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მხარს არ დაუჭერს. დარჩიაშვილის სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილი ფინანსების გამოყენებას ხელისუფლების უზურპაციისთვის ცდილობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი კი „კომერსანტს“ პასუხობს, ”საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც სააკაშვილი, უბრალოდ, აფორმებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსო“.