9 მაისს რუსული წარმოების "სუხოი სუპერჯეტ 100", რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა სარეკლამო ფრენისას ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის სამხრეთით. თვითმფრინავის ნამსხვრევები მეტყველებს, რომ ის მძინარე ვულკანის ფერდობს შეეჯახა. როგორც ვარაუდობენ, არავინ გადარჩენილა მასში მყოფ დიპლომატებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის.
რუსული ავიალაინერის ავარია ინდონეზიაში

1
სამგზავრო თვითმფრინავი "სუხოი სუპერჯეტ 100" ჯაკარტა-ჰალიმის პერდანა კუსუმას აეროპორტში. ფოტო გადაღებულია 9 მაისს.

2
"სუხოის" ნამსხვრევები სალაკის მთის ფერდობზე, ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციაში, 10 მაისს.

3
ჩამოვარდნილი "სუხოის" ერთ-ერთი მგზავრის მგლოვიარე ნათესავები.

4
კომპანია "სუხოი", რომელიც ცნობილია Su-53 და T-50 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების წარმოებით, კომერციული თვითმფრინავების ბაზრის ათვისებას ცდილობს.

5
"აეროფლოტის"-ის კუთვნილი "სუხოი სუპერჯეტ 100", რომლის მსგავსმა თვითმფრინავმა განიცადა ავარია ინდონეზიაში, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ეშვება 28 მარტს.

6
ჯარისკაცები და სამძებრო ჯგუფის წევრები ავარიის ადგილზე გაეშურნენ 50-მდე მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს შორის გადარჩენილთა პოვნის იმედით.