Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ირჩევს საჯარო მოხელე უმუშევრად დარჩენას?


პრესკონფერენცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”
პრესკონფერენცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”
1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების დაკვირვება აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ამგვარი განცხადებები ფსიქოლოგიური ზეწოლით ან მოტყუებით იწერება. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მაგალითად ასახელებს ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი პირის გათავისუფლებას, რასაც წინ უძღოდა პირადი განცხადების დაწერის სანაცვლოდ სამსახურში დატოვების დაპირება. ვინ და როგორ აიძულებს საჯარო მოხელეებს სამსახურიდან წასვლას?

ნინო მაისურაძე 8 იანვრამდე ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ფცის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. მისი თქმით, ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას, როცა სამსახურის შენარჩუნების დაპირებით
საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პირდაპირ ადგენს იმ გარანტიებს, რითაც სარგებლობს ორსული საჯარო მოხელე. კანონი პირდაპირ კრძალავს გათავისუფლებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს გათავისუფლების ისეთი საფუძველი, როგორიც არის ხანგრძლივი შრომისუუნარობა, ატესტაციის შედეგების დაბალი დონე და ა.შ...
კახა კოჟორიძე

განცხადება დააწერინეს, თუმცა 2013 წლის 8 იანვრით დათარიღებულ ბრძანებაში მაისურაძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად სწორედ ეს, მის მიერვე დაწერილი განცხადებაა მითითებული.

„დამირეკეს და მითხრეს, სამსახურიდან გათავისუფლებული ხარო. მითხრეს, ზემოდან იყო მითითება, დაადეთ რეზოლუცია, რომ გათავისუფლებულიაო სამსახურიდანო. ჩემი მეუღლის გამო გამათავისუფლეს“, - უთხრა ნინო მაისურაძემ რადიო თავისუფლებას.

ნინო მაისურაძის თქმით, ქარელის გამგეობაში მის მეუღლეს ბრალი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერაში დასდეს და ოთხი თანამშრომლიდან მხოლოდ მისი განცხადება დააკმაყოფილეს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, მართალია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 95-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესაძლებლობას, მაგრამ საქმეში ბევრი ისეთი გარემოებაა, რომელიც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მაისურაძის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა:
კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პირდაპირ ადგენს იმ გარანტიებს, რითაც სარგებლობს ორსული საჯარო მოხელე. კანონი პირდაპირ კრძალავს გათავისუფლებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს გათავისუფლების ისეთი საფუძველი, როგორიც არის ხანგრძლივი შრომისუუნარობა, ატესტაციის შედეგების დაბალი დონე და ა.შ. და როდესაც პირი დაცვის ასეთი მაღალი სტანდარტით სარგებლობს, ცხადია, ჩნდება კითხვა, რატომ წერს ასეთი პირი საკუთარი ნებით განცხადებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მით უმეტეს, როცა პირს აქვს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების აღების შესაძლებლობა, რატომ დაწერს განცხადებას, ცხადია, არის გაუგებარი“.
ისე გავათავისუფლე, ფეხმძიმე იყო თუ არა, ეგეც კი არ ვიცოდი, რადგანაც ეგ ქალბატონი არასოდეს მყავდა ნანახი. ასე რომ, რაიმე დევნაზე, ზემოქმედებაზე და, მით უმეტეს, პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია...
ვანო ოსაძე


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ვარაუდით, მაისურაძის საქმის გარემოებები შესაძლებელია შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. კახა კოჟორიძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად, ,,სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა" დანაშაულია, რაც სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. თუმცა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ოსაძე, რომლის თქმითაც, ნინო მაისურაძემ სამსახური სამი-ოთხი თვის წინ დაიწყო, როცა მულის, ლელა სიდამონიძის, ადგილი დაიკავა, თავად სიდამონიძე კი საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გადავიდა.

„ისე გავათავისუფლე, ფეხმძიმე იყო თუ არა, ეგეც კი არ ვიცოდი, რადგანაც ეგ ქალბატონი არასოდეს მყავდა ნანახი. ასე რომ, რაიმე დევნაზე, ზემოქმედებაზე და, მით უმეტეს, პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ახალი ხელმძღვანელი როდესაც მოდის, ძალიან ბევრი სპეციალისტი მასთან მუშაობას უკვე არცთუ კომფორტულად მიიჩნევს, არა იმიტომ, რომ ვინმე მათ ემუქრება და პრობლემებს უქმნის. აქ შეიძლება შეხედულებათა სხვაობამაც ითამაშოს როლი, ყოველგვარი მუქარის გარეშე“, - უთხრა ვანო ოსაძემ რადიო თავისუფლებას.
შიდა ქართლის რეგიონში, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით გამგეობებში, სადაც განცხადებებს წერენ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამ განცხადებებს უმრავლეს შემთხვევაში უკმაყოფილებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ირკვევა, რომ ეს განცხადებები საკუთარი ნებით არ დაუწერიათ...
საბა წიწიკაშვილი


ივანე ოსაძე ასევე უარყოფს ქარელის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის, ნელი საქუაშვილის ბრალდებას, რომ განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ზეწოლის შედეგად დაწერა, თუმცა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერის მოთხოვნამ მხარის ხუთივე რაიონში სისტემური ხასიათი შეიძინა და ამ მხრივ გამონაკლისი არც ქარელია:

„შიდა ქართლის რეგიონში, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით გამგეობებში, სადაც განცხადებებს წერენ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამ განცხადებებს უმრავლეს შემთხვევაში უკმაყოფილებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ირკვევა, რომ ეს განცხადებები საკუთარი ნებით არ დაუწერიათ და რომ დააწერინეს. ამ მიმართულებით აქტივობა იყო ქარელის რაიონშიც, სადაც განცხადებები იქნა დაწერილი აბსოლუტურად საკუთარი სურვილის საფუძველზე“.

ახალგაზრდა იურისტები კი მოუწოდებენ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადახედოს თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გათავისუფლებული მოხელე ნინო მაისურაძე სამსახურში აღადგინოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში მაისურაძეს ჩვენ გავუწევთ შესაბამის იურიდიულ დახმარებას და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მისი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG