Accessibility links

მართლმადიდებლები და მუსლიმები მოხეში შენობის საკითხის წარმომავლობის დადგენას მოითხოვენ


სადავო შენობა მოხეში

უჩა ნანუაშვილი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელას ეწვია. სახალხო დამცველი ადგილობრივ მუსლიმ მრევლს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. თემურ მიქელაძის ოჯახში შეკრებილი მუსლიმები სადავო შენობის საკითხის გარკვევას მოითხოვენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი რელიგიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა მკვეთრად შეიცვალა, რაც ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. მუსლიმები მოითხოვენ დასაბუთდეს, რომ შენობა მეჩეთი არ არის და მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმებიან ე. წ. მოხის კომისიის გადაწყვეტილებას, ახალი სალოცავი აშენდეს.

ჭელის შემდეგ სახალხო დამცველმა სოფელ მოხეში გადაინაცვლა, სადაც ქრისტიან მოსახლეობას შეხვდა. ომბუდსმენმა მიმდებარე 12 სოფლიდან შეკრებილ მოსახლეობას მოუსმინა. მართლმადიდებლებმა სახალხო დამცველს სადავო შენობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება სთხოვეს. მუსლიმების მსგავსად, ქრისტიანების მთავარი მოთხოვნა შენობის წარმომავლობის დადგენაა.

უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მოხის პრობლემა გადაჭრილი არ არის. ამიტომ სახალხო დამცველი შესაბამის სტრუქტურებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ სადავო შენობის წარმომავლობა სპეციალისტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ.

სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთში 8 დეკემბრამდე დარჩება. უჩა ნანუაშვილი ახალციხეში სტუდენტებს შეხვდება. ომბუდსმენი მათ სახალხო დამცველის აპარატის მანდატს, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მიღწევებს გააცნობს. ამის შემდეგ სახალხო დამცველს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი უმასპინძლებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG