Accessibility links

კონსტიტუციურია თუ არა შუალედური არჩევნები


ვახუშტი მენაბდე, არჩილ ანასაშვილი

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში სარჩელს შუალედური არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ინტერესით ადევნებს თვალყურს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, და მათთვის, ვინც უშუალოდაა ჩართული წინასაარჩევნო პროცესში. საპარლამენტო შუალედური მაჟორიტარული არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში გამოთავისუფლებული სადეპუტატო ვაკანსიების დასაკავებლად 31 ოქტომბერსაა დანიშნული, ამ არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხი კი სადავოა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 28 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი მაჟორიტარული სისტემა არღვევს ხმათა თანაბარწონადობის პრინციპს და საარჩევნო ოლქების საზღვრების ახლებურად განსაზღვრაა საჭირო. სადისკუსიო მაგიდასთან შუალედური არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა მიიწვია ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი.

please wait

No media source currently available

0:00 0:15:32 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG