სირიელმა მეამბოხეებმა რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ იბრძვიან, შაბათს, დამასკის მახლობლად 48 ირანელი მოიტაცეს. ირანის ხელისუფალთა მტკიცებით, მოტაცებულები შიიტური ტაძრის მომლოცველები იყვნენ, მაგრამ მეამბოხეები ამბობენ, რომ ხსენებული პირები სირიაში დაზვერვაზე მყოფი, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები არიან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მეამბოხეთა მიერ მოტაცებულ 48 ირანელს შორის არის ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის რამდენიმე გადამდგარი წევრი. ირანის ისნას ახალი ამბების სააგენტოს მოჰყავს სალეჰის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ყოფილი სამხედრო მომსახურეები დამასკში ტაძრებში სალოცავად იყვნენ ჩასული.
ეს განცხადებები სალეჰიმ თურქეთიდან შინ მიმავალმა გააკეთა. თურქეთში კი ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თანამემამულეთა გათავისუფლებაში დახმარების სათხოვნელად იყო ჩასული.
ამასობაში სირიელი მეამბოხეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულ ძალებს ებრძვიან ქალაქ ალეპოში. ისინი ამბობენ, რომ სირიის უდიდესი ქალაქის მთავარ უბანში პოზიციები მათ მას შემდეგ დათმეს, რაც ოთხშაბათს, დილით, სირიის ტანკებმა მეამბოხეთა მიერ დაკავებულ სალაჰედინის უბანში შეაღწიეს.
სირიის მთავრობამაც დაადასტურა, რომ ალეპოს სალაჰედინის უბანს ამჟამად ასადის ძალები აკონტროლებენ. მიღებული ცნობების თანახმად, ქალაქში მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა, სულ ცოტა, 12 ადამიანი.
ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ამნესტი ინტერნეშნლმა“ შეშფოთება გამოთქვა ალეპოს მცხოვრებთა მძიმე მდგომარეობის გამო, მას შემდეგ, რაც კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ დასახლებულ ტერიტორიებთან მკვეთრად იმატა მძიმე არტილერიის გამოყენების შემთხვევებმა.
„ამნესტი ინტერნეშნლმა“ განაცხადა, რომ ალეპოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ანადანში აღრიცხულია მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად გაჩენილი 600-ზე მეტი კრატერი.
ოთხშაბათსვე, უფრო ადრე, სირიის მეამბოხეთა დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „საგანგებო ოპერაციების ქორების ბატალიონს“ უწოდებს, განაცხადა, რომ დამასკის გარეუბნებში გამართული შეტაკებების შედეგად მოკლულ იქნა რუსი გენერალი ვლადიმირ კუჟეევი. ამავე დაჯგუფებამ იკისრა პასუხისმგებლობა გასულ თვეში ბაშარ ალ-ასადის გარემოცვის წევრი მაღალი რანგის ოთხი პირის მკვლელობისთვის.
„ამნესტიმ“ აჩვენა ვიდეო, რომელშიც მეამბოხეთა ერთ-ერთი სამხედრო მეთაური, მაჯიდ ალ-საიედ აჰმადი, ამბობს, რომ ამბოხებულებმა მოკლეს რუსი „გველი“.
ვიდეოში, რომელიც სირიის სამხედრო სამსახურმა გამოაქვეყნა, ჩანს რუსი გენერლის პირადობის მოწმობა. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ამ ცნობებს და აცხადებს, რომ ხსენებული პირი ოთხშაბათს, მოსკოვში პირადად გამოცხადდა სამინისტროში.
როგორც იტარ-ტასის სააგენტო იუწყება, თადარიგის ოფიცერი ვლადიმირ კუჟეევი სამინისტროში შეხვდა რუს ჟურნალისტებს და მათ უთხრა, რომ არის საღ-სალამათია და თავს მშვენივრად გრძნობს. გენერალს არ დაუდასტურებია, რომ სირიაში იმყოფებოდა.
რუსეთი, რომელსაც რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს სირიაში, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, ვინც დიპლომატიურად მხარს უჭერდა ასადს, სანამ ამ წელიწადნახევრის წინ მის წინააღმდეგ ამბოხება დაწყებოდა.