ქმნის თუ არა რუსეთი, საქართველოს მეზობელ სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტეფანავანში, ახალ სამხედრო-საავიაციო ბაზას; ჰპირდება, თუ არა უკრაინაში მყოფ ქართველ მოხალისეებს ოფიციალურ სტატუსს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი ის კანონი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს უკრაინის არმიაში სამსახურის უფლებას აძლევს; გადაცემის ბოლოს კი გავიხსენებთ საქართველოს პირველ საერთაშორისო სამხედრო ქართულ მისიას კოსოვოში, ბალკანეთზე, სადაც ბოლო ხანს პოლიტიკური სიტუაცია კვლავ იძაბება.