26 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები - ნათია ქარჩილაძე და თორნიკე შევარდნაძე. ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით 29 ივნისიდან, 1 ივლისის ჩათვლით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თემაზე მომუშავე ჯგუფები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მკვლევარები.
რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული აქტივიზმი, რამდენად პოლარიზებულია თემები, რომლებზეც სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს და დგას თუ არა ექსკლუზიურობის პრობლემა მოძრაობებს შორის - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.