22 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სანდრო კაკულია. Startup Market EXPO-ს ფარგლებში, ”ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში გაიმართება აქსესუარების ბრენდ ”კის” ახალი ქართული სამახსოვრო სუვენირის - ხელნაკეთი სასაჩუქრე ნაკრების - წარდგენა და იკა კაკულიას სახელობის პრემიის პრეზენტაცია. პრემია მომავალი წლიდან გადაეცემა ახალგაზრდა დიზაინერებს და შემოქმედ არტისტებს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: გრაფიკული დიზაინი, პრინტდიზაინი, პოსტერის დიზაინი, ანიმაცია და სხვა მულტიმედიური დისციპლინები.
-
დათო ქორიძე
რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.