დმიტრი გლუხოვსკის მეტროში ჩაკარგულები
2033 წელი - ატომური ომის შედეგად განადგურებული დედამიწა. რადიაციული ფონისგან თავდასაცავად მოსკოვის მეტროს გვირაბებს შეფარებული ხალხი და მათი ბრძოლა გადარჩენისთვის - ასე იწყება ცნობილი რუსი მწერლის. დმიტრი გლუხოვსკის ანტიუტოპიური ტრილოგიის პირველი წიგნი. „მეტრო 2033“-ის გამოსვლის შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა, მისი მეორე და მესამე ნაწილები (“მეტრო2034“ და „მეტრო 2035“) პირველის მსგავსად, მილიონიანი ტირაჟით იყიდება და აღარ არის უბრალოდ ტრილოგია - „მეტრო“ ერთგვარ ლიტერატურულ მოძრაობად იქცა. თავად ავტორი, დმიტრი გლუხოვსკი თბილისს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა წიგნის მე-18-ე საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით. ის რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროშიც გვეწვია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, რომელიც ეკა ქევანიშვილმა ჩაიწერა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"