Accessibility links

1817-დან 2017-მდე: გერმანელები საქართველოში - 200-წლიანი მოგზაურობა


გარი აუგსტი

ყველაფერი 1817 წელს სოფელ მარიენფელდის დაარსებით დაიწყო. ამ წლის 21 სექტემბერს თბილისში ვიურტემბერგიდან 181 გერმანელი ჩამოვიდა. 1819 წლისთვის საქართველოში უკვე ხუთი გერმანული კოლონია არსებობდა, რომელთა რიცხვი წლების განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. გერმანელები ჩაებნენ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, გეოლოგიასა თუ სხვა სფეროებში.

წელს საქართველო და გერმანია უკვე ურთიერთობის 200 წლის იუბილეს აღნიშნავენ, 2018 წელს კისრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და გერმანიის მხრიდან მისი აღიარების 100 წლისთავი. როგორ ჩამოვიდნენ პირველი გერმანელები, როგორ ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ, როგორ გადაასახლეს, რა შეცვალეს მათ ქართულ კულტურაში და რა მემკვიდრეობა დატოვეს - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლაპარაკობს საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგის“ პრეზიდენტი, გარი აუგსტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG