ვინ ლაპარაკობს მშრომელების უფლებებზე
11 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ჯგუფ "აუდიტორია 115"-ის წევრები ნათია ქარჩილაძე და გიორგი არობელიძე. 9 მაისს ტყიბულის მინდელის მაღაროში 4 ზეინკალი დაიღუპა მუშაობის პროცესში შახტში სიმაღლიდან ჩავარდნის შედეგად. ალეკო ჭელიშვილის, ვიქტორ დაღუნდარიძის, გიზო გუბელიძისა და გიზო კუბლაშვილის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევის დღესვე, 9 მაისს, "აუდიტორია 115"-მა გამართა საპროტესტრო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო შრომის ინპექციის შემოღება. სტუდენტური ორგანიზაცია მშრომელების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს სისტემატურად აყენებს დღის წესრიგში. ვინ ლაპარაკობს მშრომელების უფლებებზე, რამდენად ყურადღებით ისმენენ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების მოთხოვნებს და რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს შრომის ინსპექცია - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან