9 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ილუსტრატორები თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილი, რომლებმაც დააარსეს სახელოვნებო სივრცე "ილუსტრატორი". სივრცე აერთიანებს სახელოსნოს და მაღაზიას და ღიაა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომელსაც ხელოვნების ეს მიმართულება აინტერესებს.
"ილუსტრატორის" დამფუძნებლების ნამუშევრებით დაინტერესებულები არიან საერთაშორისო გამომცემლობები და ფესტივალებიც. ეკა ტაბლიაშვილის ილუსტრაციები წიგნიდან "დაბნეული" მოხვდა Golden Pinwheel Young Illustrators Competition-ის ფინალურ ეტაპზე, ჟიურიმ ის 1200 განაცხადიდან გამოარჩია, საუკეთესო 50 ილუსტრატორთა შორის დაასახელა. ეკა პირველი ქართველი ილუსტრატორია, ვისი ნამუშევრებიც ამ კატალოგში შევიდა და შანხაის საერთაშორისო საბავშვო წიგნის ბაზრობის ფარგლებში იყო გამოფენილი, თათია ნადარეიშვილის წიგნი "ძილი ნებისა"კი 2017 წელს შვეიცარიის შემდეგ უკვე ჩინეთშიც გამოიცემა.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.