Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო


ნადია სავჩენკო
ნადია სავჩენკო

უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, რომელსაც რუსეთში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მშრალი შიმშილობა დაიწყო: ის უარს ამბობს წყლის და საკვების მიღებაზე. სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა 6 აპრილს გამოაცხადა, რომ მისი კლიენტი უკრაინაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს.

ნადია სავჩენკოს რუსეთში გასულ თვეში, 22 მარტს მიუსაჯეს 22 წლით პატიმრობა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობაში. სავჩენკოს ვერდიქტი ძალაში შევიდა 5 აპრილს. 34 წლის უკრაინელი მფრინავი უარს ამბობს განაჩენის გასაჩივრებაზე - აცხადებს, რომ არ ცნობს თავისი გასამართლების ლეგიტიმურობას. სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს და უკვე რამდენჯერმე აქვს გამოცხადებული შიმშილობა თავისი დაპატიმრებისა და გასამართლების გასაპროტესტებლად. სავჩენკო აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში აღმოსავლეთ უკრაინაში შეიპყრეს, როცა მოხალისეთა ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ და ამის შემდეგ უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG