14 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარიამ თუთბერიძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსი.
IDFI საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს საჯარო ლექციების გამართვას, სახელწოდებით „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და ეროვნული დღის წესრიგი“. ღონისძიებები გაიმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.
რატომ გახდა მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავება საჭირო, რა პრინციპით შეირჩა 17 მიზანი, რომელ მიმართულებებს მიიჩნევს პრიორიტეტულად საქართველოს მთავრობა და რას მიიჩნევს მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.