19 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "საბუკოს" დირექტორი, კონსერვაციონისტი ალექსანდრე რუხაია. "საბუკო" - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - წლებია, მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებასა და ახალი სპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული და აძლიერებს რეგიონებში ეკოტურიზმის ზონებს.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველების რა პოპულაციებია შესული წითელ წიგნში, როგორ შეიძლება მათი კონსერვაცია, რა პოტენციალი აქვს საქართველოს ეკოტურიზმის მიმართულებით და რა მიზეზების გამო არ დგას გარემოსდაცვითი საკითხები ქვეყნის ყოველდღიურ დღის წესრიგში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.